A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ეპი ეპო ეპრ ეპშ

ეპილეფსია ალკოჰოლური

Rus. эпилепсия алкогольная
(V. Magnan 1883). ხასიათდება დიდი კრუნჩხვითი გულყრებით ალკოჰოლიზმით დაავადებულებში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით გამოყენების ან აბსტინენციის პერიოდში. თუმცა შემდგომში გულყრები აღმოცენდება ავტოქთონურად. თავდაპირველად მას უკავშირებდნენ აბზინდის არყის (აბსენტი) ბოროტად გამოყენებას, რაც შემდგომში არ დადასტურდა. ამჟამად, ეპილეფსია ალკოჰოლური განიხილება როგორც მეორეული დაავადება, რომელიც ვითარდება ეპილეფსიური დაავადების პათოგენეზური მექანიზმების მიხედვით. „ეპილეფსიზაციის“ პროცესი ვითარდება ალკოჰოლური ენცეფალოპათიის ფორმირების პარალელურად მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის მოშლასთან, მ.შ., ენდოგენური კონვულსანტის კინურენინის დონის მომატებასთან ერთად (Громов С.А., Ефимов О.Ф., Карташёв Е.В., Рижов И.В., 1991)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9