A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ყვ ყრ ყუ
ყურ

ყურადღების გაფანტულობა

Rus. рассеяность внимания

ყურადღების დარღვევა, ამორჩეულ ობიექტზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყურადღების მიმართვის უნარის დარღვევა;

ამ დროს ირღვევა ყურადღების კონცენტრაცია, მისი სიმყარე, განაწილება. დამახასიათებელია გადაღლის, ნევროზული მდგომარეობების დროს, უკანასკნელი ავადმყოფებში ქმნის მეხსიერების დაქვეითების შეგრძნებას. ზოგჯერ ყ. გ-ად მიიღება საკუთარი საქმიანობით გატაცების მდგომარეობა, როცა ადამიანი ვერ ამჩნევს გარშემომყოფთ.

Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9