A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შაგ შავ შაი შაკ შარ შას შაქ

შაკიკი კლასიკური

Rus. мигрень классическая
შეტევა იყოფა სამ ფაზად: პროდრომული, ტკივილის და შეშუპების (არ არის აუცილებელი). პროდრომული ფაზა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე. იყოფა ადრეულ პროდრომულ და უშუალო პროდრომულ ფაზად. ადრეულ პროდრომულ ფაზას შეიძლება თან ახლდეს იოლი ფსიქიკური აშლილობები - დაძაბულობა, გამღიზიანებლობა, იშვიათად ეიფორია ან აჟიტაცია; მადის დარღვევა ანორექსიამდე, პოლიურია ან ოლიგერია, ძილის დარღვევა დაძინების გაძნელებით, ხშირად ძილიანობა (ზოგჯერ 2 დღის განმავლობაში). უშუალო პროდრომული ნიშნები აღინიშნება შეტევამდე 2 სთ–ით ადრე და შეიძლება იყოს მონო- ან პოლისიმპტომური. უმეტესად აღინიშნება მხედველობითი დარღვევები (მოციმციმე სკოტომები), შემდგომში ვითარდება მხედველობის ველის დეფექტი სკოტომების სახით, ზოგჯერ მხედველობითი ჰალუცინაციები. მგრძნობელობითი დარღვევები შეიძლება აღმოცენდეს მხედველობით დარღვევებთან ერთად ან იზოლირებულად. აღინიშნება პარესთემიები სხეულზე, სახის ნახევარზე, ენაზე (ტკივილის საწინააღმდეგო მხარეს). შესაძლებელია აღმოცენდეს გარდამავალი ხასიათის აფაზიური (მოტორული, სენსორული ან ტოტალური) დარღვევები. იშვიათია სენსორული დარღვევები სმენის გარდამავალი დაქვეითების ან სმენითი ჰალუცინაციების სახით, ძლიერი თავბრუსხვევა ან უსიამოვნო სუნის შეგრძნება. ფსიქიკური აშლილობების მხრივ შეიძლება გამოხატული იყოს დეპრესია, შფოთვა, იშვიათად აგზნება, ტკივილის ფაზა ხასიათდება ინტენსიური, პელსირებადი თავის ტკივილით, ხშირად ლოკალიზებულია შუბლის და პერიორბიტალურ, იშვიათად საფეთქლის და თხემის მიდამოში. ნებისმიერი გარე გამღიზიანებელი (ხმაური, სინათლე და ა.შ.) აძლიერებს ტკივილს. ტკივილის ფაზაში აღინიშნება საერთო სისუსტე, გამღიზიანებლობა. შემცივნება ან წამოხურება, თან ახლავს გულისრევა, ზოგჯერ ღებინება. თავბრუსხვევა. ოფთალმოსკოპიურად — თვალის ფსკერზე ვენების გაფართოება, იშვიათად ბადურას ცენტრალური არტერიის სპაზმი. შესაძლებელია არტერიული წნევის მერყეობა ტენდენციით ჰიპოტონიისაკენ. ტკივილის ფაზა გრძელდება რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე. მესამე ფაზა ხასიათდება არტერიების შეშუპებით (ყოველთვის არ აღმოცენდება). ტკივილი მცირდება, ხდება დიფუზური, კარგავს პულსირებად ხასიათს. ინტენსიური ტკივილის მიდამო შეშუპებულია (ტრანსუდაცია) და რამდენიმე საათის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰემატომა დიაპედეზური სისხლდენის შედეგად.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9