A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შაგ შავ შაი შაკ შარ შას შაქ

შაკიკი მარტივი

Rus. мигрень проста
კლინიკური სურათი ამ დროს არ არის ისეთი მკაფიო და სრული, როგორც კლასიკური შ-ის დროს. პროდრომული სიმპტომები გამოხატულია ნაკლებად. ხშირად ვლინდება გუნება-განწყობის დარღვევა, ეიფორია ან დეპრესია, არამოტივირებელი შიმშილი, დაუძლეველი მთქნარება. სენსორული და მოტორული პროდრომული სიმპტომები პრაქტიკულად იშვიათია. ტკივილის ფაზა, ჩვეულებრივ, იწყება ძილში ან გაღვიძებისთანავე. ტკივილი ხშირად ლოკალიზებულია საფეთქლის მიდამოში და ირადირდება კეფის მიდამოში. საფეთქლის არტერია პალპაციით გასქელებული და მტკივნეულია. კონიუქტივას სისხლძარღვთა დილატაციის გამო თვალი გაწითლებულია, გუგა შეიძლება იყოს შევიწროებული, ცრემლდენა გაძლიერებული. თავის საფარველი პალპაციით მტკივნეულია. ხმაური, უსიამოვნო სუნი ან სინათლე აძლიერებს თავის ტკივილს. ტკივილი ძლიერდება რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდგომში ვითარდება ღებინება, გამოხატული პოლიურია. ეს შეტევები უფრო ხშირია, ვიდრე კლასიკური შ-ის შეტევები. მათ პროვოცირებას ხელს უწყობს სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციები (ძირითადად აღმოცენდება შაბათ-კვირას ან დასვენების დღეებში), ალკოჰოლი, თამბაქოს წევა, უჰაერო გარემო, ჰიპოგლიკემია, ზოგ შემთხვევაში შეტევები ხშირდება და ხდება ყოველდღიური. ამ დროს ლაპარაკობენ „შაკიკის სტატუსზე“, რაც მოითხოვს სტაციონარულ მკურნალობას. შ–ის ეკვივალენტის ქვეშ იგულისხმება ისეთი დარღვევები, რომელიც აღმოცენდება თავის ტკივილის ნაცვლად: პაროქსიზმული ტაქიკარდია, პრეკარდიული ტკივილის შეტევები, ტკივილი მუცლის არეში, ტემპერატურის რეკურენტული მომატება, გამონაყარი კანზე, პორიომანიური დარღვევები (Dietrich), დეპრესიული მდგომარეობები სუიციდური ტენდენციებით, არამოტივირებული ეიფორია, დაბნეულობა და ამენცია, ფსევდოშიზოფრენიული დარღვევები.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9