A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შაგ შავ შაი შაკ შარ შას შაქ

შაკიკი ჰორტონის სინდრომის სახით

Rus. мигрень в виде синдрома Хортона
E. Hoprton, cluster headache
შეტევითი, ცალმხრივი (მუდმივი ლოკალიზაციის) სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი, თან ახლავს გაწითლება, ოფლიანობა, ცრემლდენა, რინორეა; ხანმოკლეა, აღმოცენდება გარკვეულ პერიოდებში ყოველდღიურად და ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. შეტევების შემდეგ აღინიშნება ხანგრძლივი „ნათელი“ პერიოდი. თავის ტკივილის პათფიზიოლოგიური მახასიათებლები ჰორტონის სინდრომის დროს: 1) სიმპათიკური ინერვაციის პარეზი, რომელიც აღმოცენდება მეორადად შიგნითა საძილე არტერიის გაფართოების შედეგად, რაც განაპირობებს ვეგეტატიური ფენომენების აღმოცენებას - გუგის დიამეტრის ცვლილება, ოფლიანობა, ცრემლდენა, ბრადიკარდია. 2) ფენომენის ცალმხრივობა შეგრძნება აიხსნება ხერხემლის კისრის ნაწილის შემობრუნებით, რაც იწვევს ტკივილის პროვოცირებას. 3) შეტევის დროს მატულობს თვალის შიგა წნევა. 4) თავის ტკივილების შეტევების კავშირი ემოციურ მერყეობასთან სწრაფი ძილის ფაზაში და შეტევების გახშირება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ტკივილის შეტევა აღმოცენდება უეცრად, ინტენსივობა სწრაფად აღწევს პიკს. ტკივილს აქვს წვითი, ჩხვლეტითი, პულსირებადი ხასიათი; უმრავლეს შემთხვევაში უნილატერალურია და ყოველთვის ერთსა და იმავე მხარეს; ძირითადად აღმოცენდება თვალბუდის არეში, ირადიაციას განიცდის საფეთქლის მიდამოში, იშვიათად კისრის, კეფის, ყურის ან ხელის მიმართულებით. შეტევა გრძელდება 30 წთ-იდან რამდენიმე საათამდე. „ნათელი“ პერიოდი ხანგრძლივია 3 თვიდან რამდენიმე წლამდე. ასეთი ავადმყოფები არიან ამბიციურები, შრომისმოყვარე, აქვთ კარგი დამოკიდებულება ახლობლებისადმი, მაგრამ გარეშე ადამიანებისადმი არიან ცივი. რაციონალურები, თვითკონტროლი და ქცევა მერყევი, აგრესიული და კონტრაგრესიული ტენდენციები არ ითრგუნება შედეგების შიშით. გრეჰემმა (Graham) მოაწოდა ასეთი ავადმყოფების დახასიათება: პაციენტებს პორტონის სინდრომით აქეთ „ლომის ფიზიკური და ემოციური ხასიათი და თაგვის ფსიქოლოგიური სტრუქტურა“.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9