A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აზა აზო აზრ

აზროვნება დაუკავშირებელი

Rus. мышление бессвязное
ხასიათდება ასოციაციების თანმიმდევრული წარმოქმნის უნარის დაკარგვით, ფრაგმენტულობით. ცალკეული სახეები, წარმოდგენები, ცნებები ერთმანეთს არ უკავშირდება შინაარსობრივად. შეუძლებელია უბრალო, მექანიკური ასოციაციების წარმოქმნა მსგავსების მიხედვით დროსა და სივრცეში. უხეშადაა დარღვეული აზროვნების მიზანმიმართულება. ხდება ფსიქიკური პროცესების განლევადობა. მეტყველება შედგება სიტყვების ქაოსული ნაკრებისაგან, წინადადებების ნაწყვეტებისაგან. აზროვნება დაუკავშირებელი აღინიშნება მწვავე ეგზოგენური ფსიქოზების დროს
Synonym: ასთენიური აბნევა, ადინამიური აბნევა, ასოციაციური ატაქსია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9