Rus. мигреньFr. Migraine - ჰემიკრანია შეტევისმაგვარი ცალმხრივი თავის ტკივილი. ხშირად თან ახლავს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, სინათლის შიში. მიზეზი უცნობია. მიაკუთვნებენ ანგიონევროზებს. დაავადება მიმდინარეობს პაროქსიზმებით და შეტევათშორისი „ნათელი“ პერიოდებით. ავადდებიან ძირითადად ქალები. არაიშვიათია ოჯახური შემთხვევები გადაცემის დომინანტური ტიპით. დაავადების პროვოცირებაში მნიშვნელოვანი ადგილი მიეკუთვნება სტრესულ სიტუაციებს, ძილის დარღვევებს, სხვადასხვა ფსიქოსტიმულატორების სისტემატურ ან პერიოდულ მიღებას (ალკოჰოლი, კოფეინი და ა. შ.), ზოგიერთი საკვები პროდუქტის მიღებას (შოკოლადი, ხორცი და ა.შ.). სამკურნალწამლო პრეპარატებს (ორალური კონტრაცეპტივები და სხვა), ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ძვრებს (მენსტრუაცია) და სხვ. თავის ტკივილის კლასიფიკაციის კომიტეტის მიხედვით, შაკიკის ტიპის სისხლძარღვოვანი თავის ტკივილები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: შაკიკი კლასიკური, შაკიკი მარტივი, შაკიკი ასოცირებული, შაკიკი ჰორტონის სინდრომის სახით, შაკიკი გამოვლენილი თავის ქვედა ნახევრის ტკივილის სახით.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.