A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ვა ვე ვვ ვი ვნ ვო ვრ ვუ
ვაგ ვაი ვალ ვამ ვან ვარ ვას ვატ

ვაიტცენჰოფერ-ჰილგარდის სკალა

Rus. Вайтценхоффера-Хилгарда шкала
(Weizenhoffer A.M., Hilgard E.R., 1962). მოწოდებულია ჰიპნოზური მდგომარეობის სიღრმის დონის განსაზღვრისთვის. მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები. როგორიცაა ადრე შთაგონებული აწეული ხელის გარკვეულ დონემდე დაშვება. შთაგონებული ჰალუცინაციები, შთაგონებული სიზმრების არსებობა. ასაკის რეგრესია. ანოსმია. ხელის უმოძრაობა, ნეგატიური ჰალუცინაციების გამოწვევის შესაძლებლობა (სუგესტიის გამო ავადმყოფი ვერ ხედავს რეალურ საგნებს), პოსტჰიპნომური ამნეზია. სკალა აგებულია ფსიქომეტრიული ტესტების ტიპით, გამოკვლევა გრძელდება დაახლოებით ერთი საათი. გამოყენებული იყო ინდივიდის ჰიპნაბელობას და სხვა პიროვნულ თავისებურებებს შორის კავშირის გამოსავლენად (Hilgard E.R., 1965)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9