(Weizsäcker V., 1929). ე.წ. სოციალური ნევროზების სამი ფორმა: 1. ნევროზები აღმასვლისა – აღინიშნება იმ პირებში, რომლებიც წინ მიიწევენ სოციალური იერარქიის კიბეზე და არ შეუძლიათ თავიანთ ახალ საზოგადოებრივ სტატუსში ადაპტაცია. 2. ნევროზები დაცემისა – აღმოცენდება ავადმყოფის სოციალური მდგომარეობის დაქვეითების დროს. 3. ნევროზები სიმართლისა – რენტის ნევროზის სახე, ამ დროს ავადმყოფის მიზანია არა რენტის, არამედ სამართლიანობის მიღწევა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.