A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ვა ვე ვვ ვი ვნ ვო ვრ ვუ
ვაგ ვაი ვალ ვამ ვან ვარ ვას ვატ

ვასერმანის რეაქცია

Rus. Васермана реакция
(Wasserman A., 1906). სიფილისის სადიაგნოსტიკო სეროლოგიური რეაქცია, დამყარებული სიფილისით დაავადებულის სისხლის შრატის თვისებაზე, შესაბამის ანტიგენთან შექმნას კომპლექსი, რომელიც აბსორბირებს კომპლემენტს (კომპლემენტის შებოჭვის რეაქცია), სავარაუდო ნეიროსიფილისის შემთხვევაში ვასერმანის რეაქცია ტარდება არა მარტო სისხლზე, არამედ ლიქვორზე. სისხლში ხშირად არასპეციფიკური დადებითი ვ.რ-ის შემთხვევაში ავადმყოფს დამატებით უკეთდება კანის და ზახს-ვიტებსკის დალექვითი რეაქციები (სიფილისით დაავადებულის სისხლის შრატთან ლიპიდური ანტიგვნის ურთიერთქმედების დროს ხდება პრეციპიტატების წარმოქმნა). შედეგების შეფასება – 4 ჯვრამდე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9