A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ვა ვე ვვ ვი ვნ ვო ვრ ვუ
ვაგ ვაი ვალ ვამ ვან ვარ ვას ვატ

ვატელის სინდრომი

Rus. Вателя синдром
პიროვნების გამოხატული დეკომპენსაცია პროფესიული ხასიათის არასასურველ სიტუაციებთან დაკავშირებით, სრულიად არაადეკვატური რეალურ სიტუაციასთან. დამახასიათებელია სიმპტომატიკის სიმწვავე-შფოთვა, გარდაუვალი სიკვდილის წინათგრძნობა, პანიკა, სუიციდური აზრები და ქცევები. პრემორბიდული პიროვნული თავისებურებანი: მოუმწიფებლობა, გარშემომყოფთაგან იზოლაცია. უკანასკნელი შესაძლოა იყოს როგორც პიროვნულ-ტიპოლოგიური თავისებურება, ასევე ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმების გამოვლინებაც. ადგილი აქვს აქცენტუაციას, ძველი მატრავმირებელი სიტუაციის ან გადაუჭრელი კონფლიქტების აქტუალიზაციას. აღმწერი ავტორების (Livadon M.P., Quidi M.M., Rabardel M.J., 1963) მიერ განიხილება როგორც ემოციური სენსიბილიზაციის ნევროზი (პრინც კონდეს მზარეულმა – ვატელმა, იმის შიშით, რომ სუფრასთან ვერ მოესწრებოდა ახალი თევზის მიტანა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მის პროფესიონალიზმს, თავი მოიკლა)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9