(Павлов И.Н). უმაღლესი ნერვული მოქმედების თეორია. ფსიქიკური პროცესები შეისწავლება დეტერმინისტული მატერიალისტური პოზიციიდან პირობითი რეფლექსების კონცეფციასთან დაკავშირებით. ფსიქიატრიისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პავლოვის სკოლის მიერ დამუშავებული მოსაზრება ორი სასიგნალო სისტემის, ფუნქციათა დინამიკური ლოკალიზაციის შესახებ, დიდი ტვინის ქერქში ჰიპნოიდურ-ფაზური მდგომარეობის შესწავლის მასალობი, ურთიერთდამოკიდებულება ძირითად ნერვულ პროცესებს შორის, ექსპერიმენტული ნევროზების გამოკვლევა. ფუნქციათა დინამიკური ლოკალიზაციის პრინციპი საფუძვლად დაედო ფსიქოლოგების და ნეიროფიზიოლოგების მიერ შემუშავებულ კონცეფციას თავის ტვინში ფუნქციური სისტემების შესახებ (Леонтьев А.И. Лурия А.Р., Алюхин Н.К.). პავლოვის თეორიამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი რიგი ფსიქოპათოლოგიური პროცესების – კატატონიური სიმპტომების, ბოდვის, მანიაკალური და დეპრესიული მდგომარეობების პათფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლაში (Иванов-Смоленский А.Г., Протопопов В.И., Чистович А.С.). პავლოვის შრომებში იქნა გახსნილი ისტერიულ, აკვიატებულ და პარანოიულ სიმპტომთა წარმოქმნის მექანიზმები. ბოტკინთან (Боткин С.И.) ერთად პავლოვის მიერ შემუშავებულმა ნერვიზმის პრინციპმა შეასრულა როლი მედიცინის თეორიის და პრაქტიკის განვითარებაში. პავლოვის კონცეფცია ძილის, როგორც თავის ტვინის გავრცობილი შეკავების შესახებ, რომელსაც აქვს დამცავი მნიშვნელობა ცნს-ის მოქმედებისათვის, საფუძვლად დაედო ნერვულ-ფსიქიკური და სომატური დაავადებების მკურნალობის მეთოდების შემუშავბას – მკურნალობა ძილით (მედიკამენტური და ელექტროძილი), ფსიქოთერაპია, პირველ რიგში, ჰიპნოთრაპია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.