A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კაბ კაგ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კახ

კატათიმია

Rus. кататимия
Gk. katathymeõ - სულით დაცემა
(Maier H.W., 1912) ცნება, რომელიც ასახავსუმოციური ფაქტორების (აფექტები) და ამბივალენტური ტენდენციების (გრძნობა, სურვილი, შიში) გავლენას ადამიანის აზროვნებით მოქმედებაზე. ამ დროს ასოციაციური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს აფექტურად დამუხტული კომპლექსებით, ძლიერდება თავის გამოვლინებაში, ხოლო საწინააღმდეგო – მუხრუჭდება. კატათიმიური აფექტი დამახასიათებელია განსაზღვრული ჯგუფის წარმოდგენებისთვის, რომელთაგან თითოეული ერთიანდება აფექტურად შეფერილ კომპლექსში (Ziehen Th.) აფექტის ძალით აიხსნება კომპლექსური განცდების მიმართ აზროვნების ლოგიკურობის დაკარგვა. კატათიმია კლინიკურად ვლინდება აზროვნებითი პროცესების მიმდინარეობის თავისებურებებით. ბოდვის, პირველ რიგში, პარანოიულის, აღმოცენებით. კატათიმიას ენიჭება მნიშვნელოვანი როლი პრიმიტიული (არქაული „მაგიერი“) აზროვნების ფორმირებაში (Kretschmer E., 1927) კატათიმია საწინააღმდეგოა პოლოთიმიისა. ბლოილერის (Bleuler E., 1906) აზრით, აფექტური განწყობა გავლენას ახდენს წარმოდგენების ხასიათზე, მაგ., დეპრესიების დროს.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9