Rus. Кальбаума везанияL. vezania – შეშლილობა ტერმინს აქვს ისტორიული მნშვნელობა. შემღებულია კალბაუმის (K.L., Kahlbaum) მიერ 1879 წ. ფსიქოზების აღსანიშნავად, რომლებიც ხასიათდება სახეშეცვლილი, თანმიმდევრულად ცვლადი სიმპტომთა კომპლექსებით, ფსიქიკური მოქმედების ტოტალური დარღვევის და ჭკუასუსტობით. ვეზანიას უპირისპირდება ვეკორდია (ლათ. Vecordia - უგუნურობა), რომელიც ხასიათდება უმოძრაო, სტაციონარული სიმპტომატიკით და არ იწვევს პიროვნების დაშლას. ჭკუასუსტობას. ფსიქიკური დარღვევები ვეკორდიის დროს არ ატარებს ტოტალურ ხასიათს, დამახასიათებელია მიმართულება და მოიცავს ფსიქიკის ერთ-ერთ რომელიმე სფეროს (ემოცია, აზროვნება). თანამედროვე შეხედულებით, კ.ვ შეესაბამება შეხედულებას ერთიანი ფსიქოზის შესახებ მისთვის დამახასიათებელი ფსიქოპათოლოგიური დინამიკით (დეპრესია, აგზნება, ბოდვა, ჭკუასუსტობა) იხ. ცელერ-გრიზინგერ-ნოცმანის კონცეფცია ერთიანი ფსიქოზისა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.