A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ია იგ იდ იე ივ იზ იი ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იც
იდე იდი

იდეები ზეღირებული

Rus. идеи сверхценные
(Wernicke C., 1892). მსჯელობა ან მსჯელობათა ჯგუფი, გამოირჩევა აფექტურობით და ატარებს მყარ, ფიქსირებულ ხასიათს. შეიძლება აღინიშნოს ფსიქიკურად ჯანმრთელებშიც (სამეცნიერო იდეებისადმი ერთგულება) – დომინირებული იდეები (Амецицкий Д.А., 1942: Гуревич М.О., 1949). რომელთა ზეღირებულ იდეებადმი მიკუთვნება სადავოა. იდეები ზეღირებული პათოლოგიურია, წარმოადგენს ფსიქიკის დისჰარმონიის გამოვლინებას და დაკავშირებულია პარალოგიკურ აზროვნებასთან. თუმცა დომინირებულ იდეას შეუძლია განვითარება და ჭეშმარიტ ზეღირებულ იდეებად გარდაქმნა, ეს უკანასკნელი ავადმყოფის მიერ არ აღიქმება როგორც მცდარი. განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად ექვემდებარება კორექციას. იდეები ზეღირებული იკავებს ერთგვარ შუალედურ მდგომარეობას აკვიატებულსა და ბოდვითს შორის
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9