A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ვა ვე ვვ ვი ვნ ვო ვრ ვუ
ვეგ ვეზ ველ ვენ ვერ ვეს ვეხ

ვეხსლერის სკალა მეხსიერებისა

Rus. Векслера шкала памяти
(Wechsler D., 1945). მეხსიერების ფსიქომეტრიული გამოკვლევის ტესტი. შედგება რიგი სუბტესტებისგან, რომლებიც მიმართულია მექანიკური, აზრობრივი და ასოციაციური მეხსიერების შესასწავლად. იძლევა სმენითი და მხედველობითი, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების ურთიერთდაპირისპირების შესაძლებლობას. გამოითვლება მეხსიერების აბსოლუტური და კორეგირებული (ასაკთან შესატყვისი) მაჩვენებლები. უკანასკნელი სპეციალური ცხრილის საშუალებით შეიძლება გარდაიქმნას მეხსიერების ექვივალენტურ მაჩვენებლად, რომელიც შეესაბამება ინტელექტის დონის რანჟირებას, ვეხსლერის ინტელექტის სკალის მიხედვით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9