A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ვა ვე ვვ ვი ვნ ვო ვრ ვუ
ვოდ ვოლ ვომ ვორ

ვორონკოვის ეპილეფსიის ჩამოტოვებული დებიუტები

Rus. Воронкова отставленные дебюты эпилепсии
(Воронков Г.Л., 1968). ეპილეფსიის დასაწყისის ერთ-ერთი ტიპი; დამახასიათებელია ხანგრძლივი ფარული პერიოდი, რომელიც მოსდევს 3 წლის ასაკამდე განვითარებულ კრუნჩხვით-სპასტიკურ პირველ შეტევას. ფარული პერიოდის დროს არ აღინიშნება ეპილეფსიის რაიმე კლინიკური ნიშნები, თუმცა არც ანტიკონვულსიური თერაპია ტარდება. გულყრები (კრუნჩხვითი და მცირე არაკრუნჩხვითი პაროქსიზმები) ხელახლა იწყება პუბერტატულ ასაკში, არაიშვიათად ეგზოგენურ და ფსიქოგენურ ფაქტორებთან დაკავშირებით. კლინიკური რეციდივის მომენტიდან აღინიშნება დაავადების პროგრედიენტული და ხშირად არაკეთილსაიმედო მიმდინარეობა ეპილეფსიური ჭკუასუსტობის შედარებით სწრაფი ჩამოყალიბებით. დამახასიათებელია ჭეშმარიტი ეპილეფსიისათვის და არ აღინიშნება სიმპტომურის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9