A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ვა ვე ვვ ვი ვნ ვო ვრ ვუ
ვრო

ვრონოს კონცეფცია ასაკობრივი პათომორფოზისა

Rus. Вроно концепция возрастного патоморфоза
(Вроно М.Ш., 1971). დამყარებულია ბავშვთა და მოზარდთა შიზოფრენიის კლინიკის ანალიზზე. შიზოფრენიის და სხვა ფსიქიკური დაავადებების კლინიკური სურათის ასაკობრივი სახესხვაობა დაკავშირებულია ორი ძირითადი ფაქტორის ურთიერთქმედებაზე – პათოლოგიური პროცესის თვისებრივი თავინებურებანი და ბავშვის ასაკობრივი განვითარების – ფაზები. განსაკუთრებულად თვალნათლივად ჩანს ასაკობრივი პათომორფოზი ბავშვთა, პრეპუბერტატული და პუბერტატული ასაკის შიზოფრენიის კლინიკური თავისებურებების შედარებისას. დამახასიათებელია აგრეთვე შიზოფრენიის კლინიკის სახეცვლილება მოგვიანებით ასაკში (Штернберг Э.Я., Наджаров Р.А., 1969)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9