A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

რა რე რი რო რუ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეაქციები პიროვნული აფექტური პარაადაპტაციური

Rus. реакций личностные аффективные параадаптивные
(Заимов К., 1981). ხანმოკლე ან შედარებით ხანგრძლივი რეაქციები. გამოწვეული აფექტური დაძაბულობის მდგომარეობით, ხასიათდება ქცევის ადეკვატური ფორმებიდან გადახრით. ისინი ახლოა ნორმალურ ადამიანურ განცდებთან. აზროვნება იძენს ზეღირებული განცდების ხასიათს და არასოდეს არ აღწევს ბოდვის ხარისხს. აღენიშნებათ ფსიქიკურად ჯანმრთელებს და პიროვნული აქცენტუაციის დროს. მათი ბუნების ინტერპრეტაცია დაკავშირებულია ერთიანი ფსიქოფიზიოლოგიური აფექტურ-ქცევითი სისტემების გამოყოფასთან, რომელიც აერთიანებს უპირობო რეფლექსურ (ინსტინქტურ) და პირობით-რეფლექსურ მოქმედებას, რაც ექვემდებარება ვვედენსკი-შერინგტონის რეციპროკული ინერვაციის და პავლოვის რეციპროკული ინდუქციის პრონციპებს. გამოყოფილია რ-ის ორი ძირითადი ტიპი: კომპენსაციური და ინვერსიული. პირველის დროს მოქმედების ხასიათი რჩება უცვლელი, იცვლება მხოლოდ ობიექტი; მეორის დროს მოქმედება გადადის სხვა ქვესისტემაზე, მაგ., ავტოაგრესია იცვლება აგრესიით. პიროვნების აფექტური პარაადაპტაციური რ-ის ზოგიერთი ვარიანტი ფენომენოლოგიურად ახლოა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმების გამოვლინების ცალკეულ ვარიანტებითან (Freud S.).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9