Rus. инсулинкоматозная терапия (Sakel M., 1935). შიზოფრენიის აქტიური თერაპიის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი. მანამდე, 1932 წ., ეს მეთოდი მოწოდებული იყო მორფინიზმის სამკურნალოდ. უკანასკნელ წლებში, ნეიროლეფსიური პრეპარატების ფართო გავრცელების მიუხედავად, ი.თ-მ შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა შიზოფრენიის მკურნალობაში. მკურნალობა იწყება ნახშირწყლოვანი ცვლის გამოკვლევის შემდეგ (შაქრით დატვირთვა) პარენტერალურად ინსულინის შეყვანით (2-4 ერთიდან კომატოზურ დოზამდე, დოზების თანდათანობითი მატებით); კუპირება თავდაპირველად ხდება პერორალურად შაქრიანი სიროფის მიცემით, შემდეგ – გლუკოზის ინტრავენური შეყვანით. მკურნალობის კურსი შეადგენს 15-20 (40-მდე) კომატოზურ მდგომარეობას, ეფექტის შესაბამისად. უკანასკნელ წლებში გამოიყენება ფორსირებული ი.თ-ის მეთოდი, რომლის დროსაც ინსულინი შეყავთ ინტრავენურად წვეთოვნად, სიჩქარით 1,5 ერთ/წთ (Аверуцкий Г.Я., Педува А.А., და თანაავტ. 1984)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.