Rus. Закса-Леви тест незаконченных предложении (Sachs J.M., Levy S., 1950). პროექციული ფსიქოლოგიური მეთოდიკა. გამოსაკვლევს აძლევენ 60 დაუმთავრებელ წინადადებას, რომელიც მან უნდა დაამთავროს. წინადადებები დაყოფილია 15 ჯგუფად, რომელთაგან თითოეული ახასიათებს გამოსაკვლევის დამოკიდებულებებს მამისადმი, დედისადმი, ოჯახისადმი, ნაცნობებისადმი, თანამშრომლებისადმი და ა.შ. წინადადებების ზოგიერთ ჯგუფს აქვს დამოკიდებულება ავადმყოფის მიერ განცდილი შიშის, დანაშაულის გრძნობის მიმართ, მიუთითებენ დამოკიდებულებას წარსულისა და მომავლისადმი. თითოეული ჯგუფისათვის დგინდება მახასიათებლები, რომელიც განსაზღვრავს მოცემულ სისტემას როგორც დადებით, უარყოფით ან ინდიფერენტულ დამოკიდებულებას. მეთოდიკა აპრობირებულია რუმიანცევის (Румянцев Г.Г., 1969) მიერ, რომელმაც აჩვენა მისი მნიშვნელობა რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩასატარებლად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.