Rus. Земана-Кинга синдром (Ransom, 1985; Zeman, King, 1958). ნელა მზარდი სიმსივნეები (გლიომები, ზოგჯერ გლიობლასტომები) გამჭვირვალე ძგიდში და ტვინის ახლომდებარე სტრუქტურებში. ფსიქიკური და აფექტური აშლილობები დაკავშირებულია პაპეცის წრის სტრუქტურების დაზიანებასთან. იწყება ნელა პროგრესირებადი, აფექტური ლაბილობით, რასაც რამდენიმე თვეში თან ერთვის ცნობიერების აბნევის შეტევები, თავბრუსხვევა, არამყარი სიარული, კრიტიკის და ინტელექტის დაქვეითება, ქცევითი ცვლილებები; ზოგჯერ აღინიშნება იოლი დისკოორდინაცია. ქალასშიდა წნევის მომატების ნიშნები ვლინდება მოგვიანებით. ეეგ-ზე ნელტალღოვანი აქტივობა. კტ-ით – შეცვლილი სიმკვრივის უბნები გვერდითი პარკუჭების ფრონტალურ რქებს შორის. ჩვეულებრივ არ გვხვდება ნისტაგმი, პირამიდული და მგრძნობელობითი დარღვევები, კრანიალური ნერვების დაზიანებები
Synonym: რენსომ-ზამენ-კინგის სინდრომი, გამჭვირვალე ძგიდის სიმსივნე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.