A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ზა ზე ზი ზო ზუ
ზურ

ზურგის ტვინის ხმობა

Rus. сухотка спиновая
მოგვიანებითი ნეიროსიფილისის ფორმა. აღმოცენდება სიფილისით დაავადებიდან 5-10, ზოგჯერ 15-20 წლის შემდეგ. ზიანდება ზურგის ტვინი, მისი უკანა სვეტები და ფესვები. მორფოლოგიურად – პარენქიმის ანთებითი, შემდგომში დეგენერაციული ცვლილებები, მიელინის და აქსონის დაშლა-ზიანდება აგრეთვე თავის ტვინის და სპინალური ნერვები ძირითადი სიმპტომატიკა – სიარულის დარღვევა, ატაქსია, რეფლექსების გაქრობა, პარესთეზიები, ღრმა მგრძნობელობის გამოვარდნა, ტკივილის სიმპტომები (ტკივილი ფეხებში), არგაილ რობერტსონის სიმპტომი, მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის მოშლა, ტროფიკული დარღვევები, ვეგეტატიური კრიზები, ფსიქიკის მხრივ - ასთენია, მეხსიერების, ყურადღების დაქვეითება, აფექტური ლაბილობა, მერყეობა, ხასიათის ცვლილება, ზოგჯერ ხანმოკლე ჰალუცინაციურ-ბოდვითი მდგომარეობები. შესაძლებელია თან დაერთოს პროგრესული დამბლის სიმპტომატიკა. ვასერმანის რეაქცია დადებითია, ლანგეს რეაქცია – პარალიზური ტიპისა. მიმდინარეობა ხანგრძლივი, ავადმყოფები იღუპებიან კახექსიის მდგომარეობაში, ლეტალური გამოსავალი არაიშვიათად დაკავშირებულია ინტერკურენტულ სომატურ პათოლოგიასთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9