A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფრა ფრდ ფრე ფრო ფრუ

ფროიდის მექანიზმი ფსიქოლოგიური თავდაცვისა

Rus. Фроида механизм психологической защиты
(Freud S. 1894). პიროვნების თავდაცვითი მექანიზმების კონცეფცია. იძლევა ფსიქიკური ტრავმის დაძლევის საშუალებას. ფროიდის მიხედვით, თავდაცვითი მექანიზმები არაცნობიერად თრგუნავს და გამოდევნის ცნობიერიდან იმ ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება მორალური ცენზურის მოთხოვნებს. ფროიდი არჩევდა ფსიქოლოგიური თავდაცვის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა: გამოდევნა, უარყოფა, პროექცია, იდენტიფიკაცია, რეგრესია, რაციონალიზაცია, იზოლაცია, გადანაცვლება, რეაქტიული წარმონაქმნი, სუბლიმაცია. ეს მექანიზმები შეიძლება განვიხილოთ ფსიქოანალიზური წარმოდგენის გარეშეც: ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ იმპულსებს სქესობრივი ინსტიქტის სახით. თავდაცვითი მექანიზმების ობიექტად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი სოციალურ-კულტურული მისწრაფება და ნიშნები, რაც ეწინააღმდეგება პიროვნების თვითშეგნებას. ისინი მოწოდებულია ინდივიდუალური თვითშეგნების მთლიანობის, სამყაროს შესანარჩუნებლად ისეთ პირობებში, როცა სხვადასხვა შეხედულებების კონფლიქტი მათ აყენებს დარტყმის ქვეშ (Кон И.М., 1967). სამედიცინო ფსიქოლოგიაში ფსიქოლოგიური თავდაცვა განიხილება როგორც ფსიქიკურ ტრავმაზე ცნობიერის სუბკლინიკური რეაგირების მექანიზმში. რომელიც განაპირობებს ურთიერთდაკავშირებული განწყობების სისტემაში ფსეულობათა სუბიექტურ იერარქიაში გარდაქმნას და მიმართულია ფსიქიკური ტრავმის განეიტრალებისკენ (Бассин Ф.В., Рожнов В.Е., Рожнова М.А., 1974). აღნიშნავენ, რომ თავდაცვის გამოვლინებანი არანაკლებად ასახავს გაცნობიერებული განცდების დინამიკას, ვიდრე ნაკლებად ან სრულიად გაუცნობიერებელი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9