A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

თა თე თვ თი თმ თრ
თავ თალ თამ თან თარ თატ

თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ტოპოგრაფია

Rus. топография электрической активности мозга
მეთოდის არსია ტვინის სხვადასხვა უბნებში ელექტრული აქტივობის გარკვევა. ამ მიზნით თავის ქალას კანზე მოთავსებული ელექტროდების საშუალებით ხდება ეეგ-სა და გამოწვეული პოტენციალების ვიზუალიზაცია და თავის ტვინის უბნების ელექტრული აქტივობის ციფრობრივი განსაზღვრა სამი უახლოესი ელექტროდის მაჩვენებლის ხაზობრივი ინტერპოლაციის გამოთვლით. მიღებული მონაცემები გამოიყენება შიზოფრენიის სადიაგნოსტიკოდ. აღნიშნავენ, რომ აწეულია ტვინის ელექტრული აქტივობა, გამოწვეულ პოტენციალებს აქვს სივრცითი და დროითი განსხვავება, ტვინის ზოგიერთ უბნებში გამოხატულია ბეტა-ტალღების აწეული ასიმეტრიული აქტივობა; შუბლის მიდამოში დელტა-ტალღების აქტივობის მომატება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9