A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

თა თე თვ თი თმ თრ
თავ თალ თამ თან თარ თატ

თავის ტკივილი

Rus. головная боль
ყველაზე ხშირი სიმპტომი კლინიკურ პრაქტიკაში. ტერმინი მოიცავს თავის არეში ლოკალიზებული ტკივილის ყველა ტიპს, უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტულ მდგომარეობას. თავის ტკივილი შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი (მაგ., თავის ტვინის სიმსივნე) ან ასახავდეს მხოლოდ დაღლილობის და დაძაბულობის მდგომარეობას. ტკივილის სინდრომი აღმოცენდება იმ შემთხვევებში. როცა იცვლება ტკივილის აღმქმელი სტრუქტურების ფუნქციური მდგომარეობა და ადრე გატარებული იმპულსი იძლევა ტკივილის შეგრძნებას გამოყოფენ ტკივილის აღმქმელ ექსტრაკრანიალურ სტრუქტურებს, რომლებიც განლაგებულია თავის ძვლოვან წარმონაქმნებჩე და მათ გარეთ (კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები, მყესები, აპონევროზი, არტერიები, ნერვები და განგლიები, თვალები, ცხვირის და შუა ყურის კუნთები, პერიოსტეუმი, პერიკრანიუმი, კბილები, პირის და ცხვირის ღრუს ზედაპირი) და ინტრაკრანიალურ სტრუქტურებს, რომლებიც განლაგებულია თავის ქალას შიგნით (ტვინის მაგარი გარსი ფუძეზე წინა, შუა და უკანა ფოსოში, ტვინის მაგარი გარსის სინუსები და მასთან ახლომდებარე გარსი, ტვინის მსხვილი არტერიები ფუძესა და კონვექსიტურ ზედაპირზე, მენინგეალური არტერიები და მათთან ახლომდებარე ტვინის მაგარი გარსი, ტვინის მაგარი გარსის დუბლიკატურები განსაზღვრულ არეებში (falx cerebri, tentorium cerebelli), ტვინის მგრძნობიარე ნერვები (V, VII, IX, X) და კისრის პირველი სამი ფესვი). ტკივილის შემგრძნობი სტრუქტურები რეაგირებს შემდეგ გამღიზიანებლებზე: 1) მექანიკური: ა) tractio, როცა მაღალი სიმკვრივის მქონე ტკივილის აღმქმელი სტრუქტურა განიცდის დაძაბულობას და დაჭიმულობას მაგარი წარმონაქმნების მხრიდან; ბ) dislocatio, როცა ტკივილის აღმქმელი სტრუქტურა განიცდის ცდომას მექანიკური ძალის მხრიდან; გ) pressio, როცა ტკივილის შემგრძნობი სტრუქტურა განიცდის მექანიკური ძალის პერპენდიკულარულ ან ტანგენციალურ ზემოქმედებას; დ) dilatatio, როცა ხდება სისხლძარღვთა და ანალოგიური სისტემების გაფართოება; ე) distension, მისი მექანიზმი მსგავსია ამგვარისა traction-ს დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოქმედებს ორი ან ·მეტი მექანიკური ძალა სხვადასხვა მიმართულებით· 2) თერმული (მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ძირითადად ექსპერიმენტის პირობებში), კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათია და შესაძლებელია მხოლოდ ექსტრაკრანიალურ ტკივილის აღმქმელ სტრუქტურებთან (კანი და ლორწოვანი გარსები) დაკავშირებით. 3) მუდმივი ან ცვლადი ელექტრული დენი (კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათია, აგრეთვე დაკავშირებულია ექსტრაკრანიალურ სტრუქტურებთან). 4) ქიმიური ნივთიერებები: ა) ტუტე და სხვა ქიმიური ნივთიერებების უშუალო ზემოქმედება, იწვევს ქსოვილების ანთებით ცვლილებებს ან უშუალო გაღიზიანებას, იშვიათია და ეხება მხოლოდ ექსტრაკრანიალურ სტრუქტურებს. ბ) ენდო- ან ეგზოგენური ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, რაც ამცირებს ტკივილის ზღურბლს. თავის ტკივილი სემიოლოგიურად შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად: პულსირებადი ტკივილი – ტკივილის შეგრძნების გაძლიერება და შემცირება პულსთან სინქრონულად. როგორც წესი, ტკივილი აღმოცენდება არტერიული, ხშირად ექსტრაკრანიალური სისხლძარღვებიდან. ტკივილის შეტევის დროს არტერიები გაფართოებულია და პულსური დარტყმის დროს ღიზიანდება ტკივილისადმი მგრძნობიარე დაბოლოებები არტერიის კედელში, რაც იწვევს პულსირებად ტკივილს. ტკივილი ძლიერდება სისტოლის ფაზაში და სუსტდება დიასტოლის ფაზაში. ტკივილის ეს ტიპი გვხვდება კლასიკური და მარტივი შაკიკის, პორტონის სინდრომის. ზოგიერთი ინტოქსიკაციის, ზოგიერთი ფორმის სახის ნევრალგიის დროს. ნვვრალგიური ტკივილი – ტკივილი აღმოცენდება უეცრად, წინამორბედი ნიშნების გარეშე, სწრაფად აღწევს მაქსიმუმს, გრძელდება რამდენიმე წამი და სწრაფად ქრება. ლოკალიზდება სახის ან თავის ერთ მონაკვეთში. შეტევის შემდეგ აღინიშნება შუალედი (გრძელდება რამდენიმე წუთი ან დღე), რომლის დროსაც ტკივილი არ არის. შემდგომ ტკივილის შეგრძნება კვლავ აღმოცენდება. ასეთი ტკივილი აღმოცენდება ნერვულ ღეროში, განგლიაში ან ნერვულ ფესვში. ტკივილის ეს ტიპი დამახასიათებელია სამწვერა ნერვის ნევრალგიისთვის, ენა-ხახის ნერვის ნევრალგიისთვის, ჩარლინის ნევრალგიისთვის, სლუდერის ან ჰანტის ნევრალგიის ზოგიერთი სახისთვის, ჰორტონის სინდრომის ზოგიერთი შემთხვვვისთვის. მუდმივი ტკივილი – ტკივილის შეგრძნება მუდმივია ინტენსივობის უმნიშვნელო ვარიაციებით. ჩვეულებრივ უფრო სუსტია ტკივილის პულსირებად და ნევრალგიურ ტიპთან შედარებით. ტკივილი აღმოცენდება ტკივილისადმი მგრძნობიარე სტრუქტურების (ტვინის მაგარი გარსი და მისი სინუსები, ტკივილისადმი მგრძნობიარე სისხლძარღვები) დაძაბულობის დროს. ტკივილი გრძელდება მანამ, სანამ სტრუქტურა განიცდის დაჭიმულობას. ტკივილის ინტენსივობა შეიძლება შეიცვალოს თავის ან სხეულის მდებარეობის შეცვლისას. ტკივილის ეს ტიპი აღწერილია ტვინის სიმსივნეების, მენინგიტების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, პარანაზალური სინუსების დაავადებების, თვალის ზოგიერთი დაავადების, მოწამვლის, ჰიპერტონიული კრიზების და სხვ. დროს. ფსიქოგენური ტკივილი – ხშირად აქვს მუდმივი ხასიათი და მისი ინტენსივობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს ავადმყოფის აფექტურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ტკივილი ხშირად ლოკალიზებულია თხემის ან კეფის არეში „ჩაჩქანის“, „სავარცხლის“, „თავზე სიმძიმის“, „სალტის“ და ა.შ. სახით. ტკივილი ხასიათდება როგორც „სიცხე“, „წვა“, „ყინული“ და ა.შ. ობიექტურად – ექსტრაკრანიალური სტრუქტურების და კუნთების ტონუსის მომატება, რომელიც წარმოადგენს ტკივილის მიზეზს ან შედეგს და ყოველთვის თან ახლავს მას. ნერვული სისტემის დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის თავის ტკივილის კლასიფიკაციის კომიტეტის მიერ შემუშავებული და მოწოდებულია თავის ტკივილის შემდეგი კლასიფიკაცია: სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი შაკიკის ტიპისა, თავის ტკივილი აღმოცენებული კუნთოვანი დაძაბულობის შედეგად; თავის ტკივილი აღმოცენებული დეპრესიის, კონვერსიის, იპოქონდრიის შედეგად; სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის არაშაკიკის ტიპის; თავის ტკივილი აღმოცენებული დაჭიმულობის შედეგად; თავის ტკივილი აღმოცენებული კრანიალური სტრუქტურების ანთების შედეგად; თავის ტკივილი აღმოცენებული თავისა და კისრის სხვა სტრუქტურების პათოლოგიის დროს; თავის ტკივილი აღმოცენებული თვალის სტრუქტურების პათოლოგიის დროს; თავის ტკივილი აღმოცენებული ყურის სტრუქტურების პათოლოგიის დროს; თავის ტკივილი აღმოცენებული ცხვირისა და პარანაზალური სინუსების პათოლოგიის დროს;. თავის ტკივლი აღმოცენებული კბილების და ყბების პათოლოგიის დროს; თავის ტკივილი აღმოცენებული კრანიალური ნევრალგიების დროს; თავის ტკივილი აღმოცენებული კრანიალური ნეიროპათიების დროს.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9