A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

თა თე თვ თი თმ თრ
თავ თალ თამ თან თარ თატ

თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი. არაშაკიკის ტიპისა

Rus. головная боль сосудистая немигренозного типа
აღმოცენდება ექსტრა- და ინტრაკრანიალური არტერიების გაფართოების შედეგად, მაგრამ არ არის დაკავშირებული მათ მეორად დილატაციასთან. აღმოცენების მიზეზები: ა) სისტემური ინფექციები, მიმდინარე სხეულის ტემპერატურის აწევით; ბ) ჰიპოქსიური მდგომარეობები; გ) მოწამვლა CO–თი; დ) ნიტრიტების, ნიტრატების, სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც იწვევს სისხლძარღვთა დილატაციას; ე) პოსტკონვულსიური მდგომარეობები; ვ) გამოზარხოშების სინდრომი; ზ) რეაქცია უცხო ცილებზე; თ) ჰიპოგლიკემია და ჰიპერკაპნია; ი) არტერიული წნევის მკვეთრი მომატება; კ) ესენციალური არტერიული ჰიპერტონიის ზოგიერთი შემთხვევა; ლ) ცერებრული სისხლძარღვოვანი უკმარისობა; მ) სისხლის ზოგიერთი დაავადება; ნ) ნატრიუმის ბენზოატის (კოფეინის) აღკვეთის სინდრომი (caffeine withdrawal); ო) ცერებრული ათეროსკლეროზის ზოგიერთი შემთხვევა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9