A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიგ ჰიდ ჰილ ჰიპ ჰირ ჰის

ჰისტრიონიზმი

Rus. гистрионизм
L. histrio — მსახიობი
(Racamier P., 1952, Ziegler F.J., 1960). ისტერიით დაავადებულთა თეატრალური ქცევა ეგოცენტრიზმის, ემოციური არამყარობის, აწეული შთაგონებადობის და რეაქტიულობის ხაზებით, დრამატიზაციისადმი მიდრეკილებით. ჰისტრიონიზმი ვლინდება ძლიერი ემოციური ექსპრესიით მიმიკაში, პანტონიმიმიკაში, მეტყველებაში, ინტონაციაში, მომატებულ ვოკალიზაციაში. ამასთან დაკავშირებით, მოწოდებულია ტერმინები: პისტრიონული პიროვნება, ჰისტრიული მამაკაცი. იაკუბიკის (Jakubik A.,1979) მიხედვით, მეტისმეტი ექსპრესია ტოვებს არაგულწრფელობის, თეატრალობის, როლის სტერეოტიპული თამაშის შთაბეჭდილებას; ემოციური ესკალაცია მის მიერ განიხილება როგორც გარშემომყოფთა დათრგუნვის საშუალება, თვითდამკვიდრება, აქტივაციის ზეოპტიმალური დონის განტვირთვის მექანიზმი. ამგვარად, ჰისტრიონიზმი შეიძლება განიხილებოდეს როგორც ფსიქოლოგიური თავდაცვის თავისებური მექანიზმი ისტერიის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9