A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჯ
ოპე ოპი

ოპიომანიის ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგები

Rus. опиомании последствия хронической интоксикации
დაავადების II სტადიაში ვლინდება ასთენიური სინდრომი. ავადმყოფები ადვილად იღლებიან, კარგავენ სამუშაოს შესრულების· ინტერესს და შესაძლებლობას. ასთენიური მდგომარეობები ვრცელდება ინტელექტუალურ სფეროზეც (Бариневич В.В., 1962). ემოციური ცვლილებები გამოხატულია ემოციური ლაბილობით და გუნება-განწყობის დეპრესიული აფექტისადმი მიდრეკილებით. გუნება-განწყობის დაქვეითების და აფექტების გაფერმკრთალების გამო ნარკომანი ნაკლებად აგრესიულია. აგრესია ვლინდება მხოლოდ აბსტინენციის მდგომარეობაში კომპულსიური ლტოლვის ფონზე. ფიზიკური მასის დეფიციტი და საერთო სომატური გამოფიტვა ნარკომანს აძლევს ასაკზე მეტ თავისებურ შესახედაობას: კანის ტიპური მოყვითალო ფერი და სიმშრალე, კბილების მასიური დაზიანება. დამახასიათებელია ვენებში მიმდინარე სკლეროზული ცვლილებები, ზერელე ვენები ღებულობს სპეციფიკურ ძაფისებურ, თოკისებურ შეხედულებასა და კონსისტენციას. არაიშვიათია ფლებიტები. ხელოვნურად დამზადებული ოპიუმის და განსაკუთრებით მის მისაღებად აცეტონის და ქლორისშემცველი პრეპარატების გამოყენებისას მნიშვნელოვნად ზიანდება პარენქიმული ორგანოები; ადგილი აქვს კარდიომიოპათიას, ტოქსიკურ და დისტროფიულ ჰეპატიტებს, ღვიძლის ციროზს, თირკმელების ცილოვან დისტროფიას, გლომერულონეფრიტს, ნეფროზებს (Осташевская Н.Г, Надточный А.А., 1987). ფსიქიკის მხრივ გამოხატულია ფსიქოორგანული სინდრომი პიროვნების ფსიქოპათიზაციით, ინტელექტუალურ-მნესტიკური და ინტელექტუალურ-მორალური დაქვეითებით. ნარკომანები ხდებიან განურჩევლები მომავლისადმი, ხშირად ცრუობენ, არ უწევენ ანგარიშს სოციალურ მდგომარეობას და სანქციებს. ფსიქიკური ცვლილებები შეიძლება გამოხატული იყოს ისტერიული ტიპით აქცენტუაციაში აგრესიულობის ტენდენციით, აგრეთვე აბსტინენციის დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დამოკიდებულების სენსიტიურ ბოდვით და პერსეკუტორულ ბოდვით იდეებს. ფსიქოორგანული სინდრომი შეიძლება დამთავრდეს დემენციური მდგომარეობებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9