A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ათა ათე ათი

ათეროსკლეროზი თავის ტვინის სისხლძარღვთა

Rus. атеросклероз сосудов головного мозга
Gk. athērē – თხელი ფაფა, მაგ., არტერიის კედელში რბილი ნივთიერების დაგროვების მნიშვნელობით, sklerōsis – გამაგრება, გასქელება
დაავადება, გამოწვეული თავის ტვინის სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული ცვლილებებით – არტერიის შიგნითა გარსის ლიპოიდური ინფილტრაციით, შემდგომში მის კედლებში შემაერთებელი ქსოვილის განვითარებით. აღნისნული ცვლილებების შედეგად ტვინის არტერიები კარგავს ელასტიკურობას, სანათური ვიწროვდება, თანდათანობით უარესდება თავის ტვინის ქსოვილების სისხლმომარაგება. მიმდინარეობა პროგრედიენტული, მაგრამ რემისიებით. საწყის სტატიაზე – ასთენია, გართულებული დამატებითი სიმპტომებით (ასთენიურ–დეპრესიული, ასთენიურ-ფობიური, ასთენიური პოქონდრიული სინდრომი), ხასიათის პრემორბიდული ხაზების გამკაცრება. ღრმავდება მეხსიერების ცვლილებები – იოლი დისმნეზიურიდან პარა- და ამნეზიურამდე. შესაძლებელია მდგომარეობის მწვავე გაუარესება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლასთან, დარბილების კერების წარმოშობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს აფაზიურ-აგნოზიურ-აპრაქსიული დარღვევების აღმოცენებას. გამოსავალი – დემენცია, მარაზმი. ავთვისებიანი ვარიანტი – ბინსვანგერის დაავადება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9