A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეკ ნელ ნემ ნეო ნერ

ნეიროლეფსიური პრეპარატები

Rus. неиролептичесие препараты
ფსიქოტროპული მოქმედების (ფსიქოფარმაკოლოგიური) პრეპარატების ჯგუფი. აქვს შემდეგი თვისებები: აქვეითებს ფსიქომოტორულ აქტივობას, ხსნის ფსიქიკურ აგზნებას. ახდენს ანტიფსიქოზურ მოქმედებას. მათი გამოყენების გვერდითი ეფექტები – ნეიროტროპული მოქმედება (ექსტრაპირამიდული გამოვლინებები) და ნეიროვეგეტატიური დარღვევები. ნ.პ-ს მიეკუთვნება: ფენოთიაზინის წარმოებულები (ამინაზინი, პროპაზინი, ტიზერცინი.) ტერალენი (ალიმემაზინი), მეტერაზინი, ეტაპერაზინი. ფრენოლონი. ტრიფტაზინი (სტელაზინი), ფტორფენაზინი. თიორიდაზინი (სონაპაქსი); თიოქსანტენის წარმოებულები (ქლორპროტიქსენი); ბუტიროფენონის წარმოებულები (ჰალოპერიდოლი, ტრიფლუპერიდოლი, ტრისედილი, დროპერიდოლი); დიფენილბუტილიპერიდინის წარმოებულები [ფლუშპირილენი (იმაპი), პიმოზიდი (ორაპი), პენფლურიდოლი (სემაპი)]; ინდოლის წარმოებულები (კარბიდინი); სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის ნ.პ. [ფლოზაპინი (ლეპონექსი, აზალეპტინი), ეგლონილი (სულპირიდი)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9