ცერებრული ათეროსკლეროზის მიმდინარეობის არაკეთილსაიმედო ფორმა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის თეთრი ნივთიერების სისხლძარღვთა წვრილკეროვანი დაზიანებით და ტვინის მეორეული ატროფიით. გაუმჯობესების პერიოდები ხანმოკლეა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ხდება ჭკუასუსტობის გაღრმავება, რაც შედარებით ადრე ღებულობს გლობალურ ხასიათს, მატულობს პიროვნული ცვლილებები („სულიერი სიცარიელე“), ჩნდება კეროვანი ასემიური სინდრომები და სიმპტომები, ეპილეფსიფორმული გულყრები. (Binswanger O.L., 1894)
Synonym: ქრონიკული ქერქქვეშა ენცეფალიტი (მოძველებული), ბინსვანგერის ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია, ბინსვანგერის სინდრომი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.