Rus. атетозGk. athetos – არამყარი ნაძალადევი მოქმედებების სახე, მიეკუთვნება ჰიპერკინეზებს, გამოვლინდება ჭიისმაგვარი მოძრაობებით, მიცავს კიდურების უპირატესად დისტალურ სეგმენტებს; ხშირად სხეულის ერთ ნახევარ. სახის კუნთების ათეტოზის დროს ავადმყოფი ხან ფართოდ ახელს თვალებს, ხან კი ჭუტავს, მაღლა სწევს წარბებს და შუბლს ჭმუხნის, წინ სწევს ტუჩებს ხორთუმისებურად, შემდეგ კი ჭიმავს პირის კუთხეებს, გარედ ყოფს ენას და ატკაცუნებს. აღინიშნება თავის ტვინის ქერქქვეშა კვანძების (ზოლიანი სხეულები) დაზიანებისას, განსაკუთრებით, ინფექციური გენეზის ენცეფალიტების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.