A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკომანია გამოწვეული კატით

Rus. наркомания вызванная катизмом
კატი – მცენარეული ნარკოტიკული საშუალება. კატის ბუჩქები იზრდება ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში. აქ მოსახლეობის 80% დაავადებულია კატიზმით. მისი კულტივირების არეები მსოფლიოში თანდათან იზრდება, რადგან სტიმულატორულ თვისებას ატარებს მხოლოდ ახალი მოწყვეტილი ფოთლები. კატის ნარკოტიკული ეფექტი გამოწვეულია ალკალოიდ კატინის და კატინონის არსებობით, რომელიც 1972 წ. გერმანიაში პირველად იქნა გამოყოფილი. 200 გრ კატის ფოთოლი თავისი მოქმედებით უტოლდება 5გრ ამფეტამინს. კატის მიმართ ტოლერანტობა იმდენად იზრდება, რომ შეიძლება მიაღწიოს 2,5 კგ ფოთლის მოხმარებას. კატით გამოწვეულ სიმთვრალეს ყოფენ 5 სტადიად (Gawin F. და თანაავტ., 1986; Брагин Р.Б., და თანაავტ., 1987): ეიფორია, გაადვილებული ასოციაციური მოღვაწეობა, ფიზიკური აქტივაცია, ასთენიზაცია, მოგვიანებით სომატურ-ვეგეტატიური დისფუნქციები. კლინიკურად იგი გამოვლინდება გუნება-განწყობის აწევით, მატულობს თვითშეგრძნება და თვითშეფასება, ღრმავდება ყურადღების კონცენტრაცია, ჩქარდება ასოციაციები, ხდება წარმოსახვების და ფანტაზიების აღმოცენება სახეების სწრაფი ცვლით, იცვლება დროის შეგრძნება, იკარგება ურთიერთობებისა და კომუნიკაციების სურვილი; გარემო გამღიზიანებლებისადმი ჩნდება ჰიპერსთეზიული დამოკიდებულება. ჩქარდება და ხშირდება მეტყველება. ირღვევა კოორდინაციული მოძრაობები. სუფთა ალკალოიდების და სინთეზური სტიმულატორების მოხმარებისაგან განსხვავებით, გამოხატულია სახის ჰიპერემია, სკლერების ინიცირება, ხშირდება პულსი, სუნთქვა, მატულობს არტერიული წნევა, ფართოვდება გუგები, გამოხატულია გახშირებული დიურეზი, მადის დაქვეითება, მეტეორიზმი, ყაბზობა. თრობა გრძელდება დაახლოებით 2 საათი, ინტოქსიკაციიდან გამოსვლის შემდეგ ვითარდება თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები სხეულში, დეპრესია, აპათია ან დისფორია. აბსტინენციური სინდრომი ვითარდება 12-20 საათის შემდეგ. იგი არ განსხვავდება სტიმულატორების მიღების დროს გამოხატული აბსტინენციური სინდრომისაგან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9