A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჯ
ოპე ოპი

ოპიუმის პრეპარატებით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაცია

Rus. острая интоксикация препаратами опия
კლასიკური წარმომადგენელი მორფინი. 5-10 მგ მორფინის მიღების შემდეგ იწყება ანალგეზია, ძილიანობა, ხასიათის ცვლილება, ცნობიერების ბინდისებური შეცვლა, სითბოსა და სიმძიმის გრძნობა კიდურებში, პირის სიმშრალე; სახის გაწითლება, სახეზე და განსაკუთრებით ცხვირის მიდამოში აღინიშნება ქავილის შეგრძნება; იწყება ეიფორიული მდგომარეობა. ნარკომანები ვენაში შეყვანისთანაეე გრძნობენ მდგომარეობას, რასაც უწოდებენ „კაიფს“, „rush“, რომელსაც ისინი ადარებენ ორგაზმს. აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე წუთს და შემდგომში გადადის სედაციურ სტადიაში, რომელსაც ნარკომანები უწოდებენ „ძილიანობაში წასვლას“ „nodding off“ მეტყველება გაუგებარია, ყურადღება და მეხსიერება დაქვეითებული. ეიფორია შეიძლება შეიცვალოს აპათიით, დისფორიით, ფსიქომოტორული რეტენციით. ქვეითდება კრიტიკა. გუგები შევიწროებულია (დოზის გადამეტების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ანოქსიას და მიდრიაზს). გამოხატულია კანის სიმშრალე, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, მეეს-ძვალთა რეფლექსების გაცხოველება, დოზის მნიშვნელოვანი გადამეტება ქმნის სიცოცხლისათვის საშიშ კომატოზურ მდგომარეირას: გუგები მეტად შევიწროებულია („ქინძისთავისებური გუგა“), სინათლეზე გუგის რეაქცია შესუსტებულია, სუნთქვა შენელებული, გამოხატულია ჰიპოთერმია, ბრადიკარდია, კუნთთა ჰიპერტონუსი, ზოგჯერ ტონურ-კლონური კრუნჩხვები. უფრო მძიმე შემთხვევებში ვითარდება ასფიქსია კანის ციანოზით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების მოშლით. გუგები გაფართოებულია, გამოხატულია ატონიური კომა. კოდეინით მწვავე მოწამვლის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუნთქვის მოშლას მის სრულ გაჩერებამდე ნათელი ცნობიერების ფონზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9