A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ათა ათე ათი

ათიმორმია

Rus. атимормия
Gk. thymos – გუნება-განწყობა, გრძნობა, hormao – მოძრაობა, მისწრაფება
(Dide M., Giraud P.). ტერმინი აღნიშნავს სასიცოცხლო მნიშვნელობის აფექტურობის დეფიციტს, სასიცოცხლო ტონუსის, სიცოცხლის ინტერესის უქონლობას; განიხილება როგორც ქერქქვეშა ცენტრების მიერ ფსიქიკური აქტივობისათვის აუცილებელი სტიმულის გენერაციის დარღვევის შედეგი, რომელიც ფორმირდება თავის ტვინში შინაგანი ორგანოებიდან და კუნთებიდან მიღებული სიგნალების საფუძველზე (Porot A., 1975). ცნება „ორმე“ შემოღებულია მონაკოვის და მურგის (Monakow, Moorg) მიერ ე.წ. „ინსტიქტების მატრიცის“ აღსანიშნავად გირომ გააერთიანა ცნება „ორმე“ და „თიმია“ და გამოყო „ორმოთიმიური სისტემა“, რომელიც, როგორც იგი თვლის, შეესაბამება აბსოლუტურ არაცნობიერს, ფსიქოანალიტიკოსების გაგებით, ან წმინდა ინსტიქტურ აქტივობას, ტრადიციული ფსიქოლოგიით. ორმული საწყისი წარმოადგენს ზოგიერთი მოთხოვნილების (შიმშილი, თავდაცვა, გამრავლება) დაკმაყოფილების დინამიკურ ტენდენციას, თიმიური – იწვევს სპეციფიკურ აფექტურ მდგომარეობას, სასიამოვნოს ან უსიამოვნოს. ცნება ახლოსაა აპათიასთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9