A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ია იგ იდ იე ივ იზ იი ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იც
იაკ იან იარ იას იატ იაქ

იასპერსის ტრიადა რეაქტიულ მდგომარეობათა კრიტერიუმებისა

Rus. Ясперса триада критериев реактивных состояний
(Jaspers K., 1913), გამოყოფილია რეაქტიული მდგომარეობების დროს, დამახასიათებელია შემდეგი ნიშნებთ 1) რეაქტიული მდგომარეობა გამოწვეულია ფსიქიკური ტრავმით; 2) ფსიქოგენურად მატრავმირებელი სიტუაცია აისახება დაავადების კლინიკურ სურათში, მისი სიმპტომების შემადგენლობაში; 3) რეაქტიული მდგომარეობა წყდება მისი გამომწვევი მიზეზის გაქრობასთან ერთად. ამ კრიტერიუმებს ამჟამადაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა, თუმცა, შემდგომმა დაკვირვებებმა გვაჩვენა მათი ფარდობითობა და პირობითობა. დადგენილია რეაქტიული მდგომარეობების დროში გადანაცვლებულად აღმოცენების შესაძლებლობა (Ганнушкин И.Б., 1933; Шевелёв Е.А., 1935). ფსიქოლოგიურად გასაგები კავშირები ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის შინაარსსა და ფსიქოგენიას შორის შესაძლებელია სხვა, კერძოდ, პროცესუალური ფსიქიკური დაავადებების დროს (Гиляровский В.А., 1914: Ганнушкин И.Б., 1933: Буиеев А.И., 1940. ზურაბაშვილი ა., მენთეშაშვილი ი., 1963). რეაქტიული დაავადებები ყოველთვის არ არის შექცევადი, რიგ შემთხვევებში რეაქტიული ფსიქოზი სცილდება გამომწვევ ტრავმას და ტრავმის ლიკვიდაცია ყოველთვის არ ახდენს გავლენას დაავადების გამოსავალზე (Введенский И.Н., 1926: Краснушкин Е.К., 1928; Фелинская Н.И., 1963; Каиторович Н.В., 1967)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9