ფსიქოანალიზში: ფროიდის მიხედვით, ფსიქიკის ჰიპოთეზური თეორიის სამიდან ერთ–ერთი ინსტანცია. „იგი“ – არის პიროვნებაში ლტოლვათა პოლუსი; მისი შინაარსი დაკავშირებულია ლტოლვის ფსიქიკურ გამოვლინებასთან, არაცნობიერია. არის თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი, გამოდევნილი და შეძენილი. ეკონომიკის თვალსაზრისით, წარმოადგენს ფსიქიკური ენერგიის პირველად რეზერვუარს. დინამიკის თეალსაზრისით, კონფლიქტშია „მე“-სა და „ზემე“-სთან. გენეტიკურად. ეს უკანასკნელნი წარმოიშობა მისგან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.