(Кандинский В.Х., 1890) კანდინსკის მიერ გამოყოფილი ნოზოლოგიური ერთეული. იყოფა შემდეგ ფორმებად: მარტივი, კატატონიური, პერიოდული, მწვავე, ქრონიკულად ჰალუცინაციური, დუნედ მიმდინარე. იდეაფრენიის აღწერით კანდინსკიმ განჭვრიტა კრეპელინის (E. Kraepelin) და ბლოილერის (E. Bleuler) შემდგომი ნაშრომები. მის მიერ განსაკუთრებით სრულად იყო აღწერილი დაავადების ბოდვითი და ჰალუცინაციური ვარიანტები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.