A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ია იგ იდ იე ივ იზ იი ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იც
ილუ

ილუზიები განწყობისა

Rus. иллюзий Установки
(უზნაძე დ., 1930) ფიზიოლოგიური ი-ის ფორმა. მასის, მოცულობის, ზომის აღქმის ილუზიის ერთ-ერთი სახე. აღმოცენდება წყვილი საგნების მრავალჯერადი შედარების დროს; ამ დროს წინასწარი ცდების სერიაში იქმნება წინაგანწყობა ილუზიების აღმოცენებისათვის, რომელიც ვლინდება ცდების ძირითა (საკონტროლო) სერიაში. მაგ., თუ ორივე ხელით ერთდროულად რამდენჯერმე ავწევთ სხვადასხვა წონის წყვილ საგნებს და შემდეგ ერთიდაიგივე წონის წყვილ საგნებს, საგანი, რომელიც მანამდე იყო უფრო მსუბუქი, მოგვეჩვენება უფრო მძიმედ, ვიდრე მეორე ხელში (კონტრასტული ილუზია). მისი მექანიზმები აიხსნება უზნაძის განწყობის თეორიის პოზიციიდან ადამიანში შინაგანი არაცნობიერის (განწყობის) წარმოქმნით, რომელიც მას ამზადებს შემდგომი მოვლენების აღსაქმელად და მართავს ცნობიერ მოქმედებას. ი.გ. გამოიყენება როგორც ერთ-ერთი მეთოდური ხერხი განწყობის გამოსაკვლევად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9