A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ია იგ იდ იე ივ იზ იი ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იც
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინს ინტ ინფ ინც ინჰ

ინსტინქტი

  1. Rus. инстинкт
    L. instictus – სურვილი
    ქცევის და ფსიქიკის თანდაყოლილი ფორმები, ხასიათდება სახეობრივი ერთიანობით. პავლოვის მიხედვით, ი. რთული უპირობო რეფლექსებია, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიზიოლოგიური ფუნქციების განხორციელებას, რაც აუცილებელია სახეობის გადარჩენის და შთამომავლობის გაგრძელებისათვის. გამღიზიანებლს, ინსტინქტური რეაქციების გამშვებს წარმოადგენს მარტივი ფიზიკური და ქიმიური ნიშნები, რომელიც მნიშვნელოვანია ცხოველის, მცენარის ორგანიზმისათვის და არაცოცხალი ბუნების ობიექტებისათვის – მათი ფორმა, ფერი, სუნი, გემო, შეფერილობა და ა.შ, (გერმ. Instinkt)
  2. ფსიქოანალიზში: 1) განსაზღვრული სახეობის ცხოველისათვის დამახასიათებელი მემკვიდრეობით მიღებული ქცევის სქემა, თითქმის არ იცვლება ინდივიდიდან ინდივიდამდე, თანდათან იხსნება დროში, მყარია და თითქოს ემორჩილება განსაზღვრულ მიზანს. 2) ტერმინი, რომელიც გამოხატავს ლტოლვას (Trieb)
    Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9