A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ია იგ იდ იე ივ იზ იი ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იც
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინს ინტ ინფ ინც ინჰ

ინტერაქციონიზმი

Rus. интеракционизм
L. inter – შორის, actio - მოქმედება
რიგი დასავლეთის ქვეყნების თანამედროვე სოციალურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება. საზოგადოებაში ადამიანთა ურთიერთმოქმედება, როგორც უშუალო კომუნიკაციის სისტემა, განიხილება როგორც პიროვნების ფორმირების ძირითადი წყარო. ინტერპერსონალური დამოკიდებულების არსია „სიმბოლოების გაცვლა-გამოცვლა“ ურთიერთობის პროცესში. ადამიანის ესა თუ ის ქცევა გამომდინარეობს იქიდან, რამდენად შეესაბამება იგი სოციალურ ნორმას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უნარს, წარმოიდგინოს, თუ როგორ ესმით მისი; ამის შესაბამისად, ობიექტი ახდენს სიტუაციის ინტერპრეტირებას და თავისი მოქმედების კონსტრუირებას. ამ მიმართულების ძირითადი ნაკლია – საზოგადოებრივი ურთიერთობების დაყვანა უშუალო კომუნიკაციამდე, სოციალურ-ისტორიული ფაქტორების და ადამიანთა ურთიერთქმედების ემოციური ასპექტების იგნორირება. ფართოდ გამოიყენება ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9