A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტეი ტელ ტემ ტენ ტერ ტეს ტეტ

ტერნერის სინდრომი

Rus. Турнера синдром
(Turner J.) აღნიშნული პათოლოგიის დროს არ არსებობს XO სასქესო ქრომოსომა, რის გამოც არ არის ან მინიმალურადაა წარმოდგენილი გონადები; პერი- და პოსტნატალურ პერიოდში არ გამომუშავდება მამაკაცის და ქალის სასქესო ჰორმონები. ამიტომ სასქესო ქსოვილები ქალისთვის დამახასიათებელი სახით ვითარდება. თუმცა, მეორე X-ქრომოსომის არარსების გამო, რაც განაპირობებს ქალურობას. გოგონებს არ უვითარდებათ ქალისთვის დამახასიათებელი მეორეული სასქესო ნიშნები და ზოგ შემთხვევაში გამოხატული აქეთ განვითარების სხვა ანომალიებიც (კისერმრუდობა, ქალისთვის არადამახასიათებელი თმიანობა, დაბალი ტანი და ა.შ.). ასეთი პათოლოგიის დროს ბავშვები იბადებიან ქალისთვის დამახასიათებელი სასქესო აღნაგობით, იზრდებიან როგორც ჰეტეროსექსუალები, მაგრამ ქალის მეორეული სასქესო ნიშნების არარსებობის გამო უშვილობის თავიდან ასაცილებლად მოზრდილობის ასაკში საჭიროებენ დახმარებას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9