A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ია იგ იდ იე ივ იზ იი ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იც
ინა ინგ ინდ ინე ინვ ინი ინკ ინს ინტ ინფ ინც ინჰ

ინტერფერენცია

Rus. интерференция
L. inter – შორის, ferens (ferentis) – მატარებელი
დამახსოვრებული მასალის შენარჩენების უნარის გაუარესება სხვა მასალის ზემოქმედების (ზედდების) შედეგად. ი. შეისწავლება მეხსიერების გამოკვლევის კონტექსტში. დასწავლული და ინტერფერირებული მასალის თანმიმდევრობის მიხედვით, არჩევენ რეტროაქტიურ, პროაქტიურ და სელექციურ ი-ს. ინტერფერირებული მასალის ხასიათის მიხედვით, გამოყოფენ ვერბალურ, მოტორულ-აკუსტიკურ, მხედველობით და ა.შ. ი-ს. ცნება ი-ის შესახებ საფუძვლად უდევს დავიწყების რიგ ფსიქოლოგიურ თეორიებს ფრანგი ფსიქოლოგის მ. ფუკოს (Fucho M., 1928) მიხედვით, მასალის ინტერფერირებული ზემოქმედება პასუხებზე გამოწვეულია პროგრესული (პრაქტიკული ი-თვის) და რეგრესული (რეტროაქტიური ი-თვის) შინაგანი შეკავებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9