Rus. акалькулияGk. calculo – თვლა არითმეტიკული ოპერაციების წარმოების შეუძლებლობა. აკალკულიის დროს შენარჩუნებულია ციფრების ოპტიკური ამოცნობის და მათი კარნხით დაწერის უნარი. გვხვდება მარცხენა ჰემისფეროს თხემის წილის კეროვანი დაზიანების დროს. არჩევენ პირველად აკალკულიას (Berger H., 1924). რომელიც არსებობს თავისთავად, სხვა უმაღლესი ქერქული ფუნქციების დარღვევის გარეშე, და მეორადს, როცა მასთან ერთად აღინიშნება მეხსიერების დაქვეითება, აფაზიური სინდრომები და გამოხატული პერსევერაციული დარღვევევი. (Henschen S. E., 1919).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.