A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

რა რე რი რო რუ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეაბილიტაცია

Rus. реабилитация
L. re – ხელახლა, habilis – შეგუებული, მოხერხებული
სამედიცინო. სოციალური, საგანმანათლებლო და შრომითი ღონისძიებების კომპლექსი, მიმართული მოქმედებისადმი ავადმყოფის შეგუების მიზნით მისთვის მაქსიმალურად შესაძლო დონეზე (ჯანმო-ის განმარტება). რ-ის ძირითადი პრინციპები ფორმულირებულია კაბანოვის (Кабанов М.М., 1971) მიერ: 1. ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ზემოქმედების ერთიანობა – რეადაპტაციის, აღდგენის, კომპენსაციის სისტემის აგებისას გათვალისწინებულია კლინიკურ-ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები; 2. ძალისხმევის მრავალმხრივობა რეაბილიტაციური პროგრამების ორგანიზაციისათვის – გათვალისწინებულია ავადმყოფის ცხოველქმედობის სხვადასხვა მხარეები, რეაბილიტაციის სხვადასხვა სფეროები (ფსიქოლოგიური, საზოგადოებრივი, ოჯახური, პროფესიული); 3. ავადმყოფის პიროვნებისადმი აპელაცია, „პარტნიორობის“ პრინციპი – ავადმყოფის პიროვნებას რთავენ სამკურნალო-აღდგენით პროცესში, აღწევენ მის აქტიურ მონაწილეობას ორგანიზმის დარღვეული ფუნქციის და სოციალური კავშირების აღდგენაში; 4. ჩატარებული ზემოქმედების და ღონისძიებების საფეხურებრიობა (გარდამავლობა) – გამოიყენება გარდამავალი რეჟიმების სამკურნალო განყოფილებაში, დღისა და ღამის სტაციონარებში, სანატორიუმებსა და პროფილაქტორიუმებში. მის მიერაა შემუშავებული რეაბილიტაციის ეტაპები: I აღდგენითი მკურნალობის ეტაპი, რომლის ამოცანაა ფსიქიკური დეფექტის, ინვალიდიზაციის, ჰოსპიტალიზმის ფორმირების თავიდან აცილება (ბიოლოგიური თერაპიის წამყვანი როლი, შეიცავს ფსიქოფარმაკოლოგიურ საშუალებებს; ფსიქოზური სიმპტომატიკის ლიკვიდაცია ან შერბილება ქმნის ფსიქოსოციალური ღონისძიებების ორგანიზაციისათვის წინაპირობას); II – რეადაპტაციის ეტაპი, მდგომარეობს ავადმყოფის შეგუების შესაძლებლობაში გარე პირობებთან (აქ ძირითად როლს ასრულებს ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მიმართული ავადმყოფის სოციალური აქტივობის სტიმულაციაზე, ბიოლოგიური საშუალებები ასრულებს შემანარჩუნებელი თერაპიის როლს); III – საკუთრივ რეაბილიტაციის ეტაპი, რომლის ამოცანაა – ავადმყოფის საკუთარი უფლებების აღდგენა გარე სინამდვილესთან მის დაავადებამდელ დამოკიდებულებებში (სოციალური ღონისძიებები ავადმყოფის ყოფის და შრომითი მოწყობის მოსაწესრიგებლად).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9