A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აკა აკე აკვ აკი აკნ აკო აკრ აკუ

აკერმანის სინდრომი წარსულისა

Rus. Аккермана сипдром прошлого
გვხვდება შიზოფრენიის ფარგლებში აღმოცენებული ფანტასტიკურ–კონფაბულაციური ბოდვის დროს. ხასიათდება ფსიქიკური პროცესების პოლარობით, მიკუთვნებისა და გაუცხოების ფენომენების არსებობით. ავადმყოფის პროდუქციებში გამოვარდნილია აწმყოს განცდა და იგი მიმართულია წარსულისსაკენ. გამოვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: „უკვე არსებულის“ ფენომენი, ცრუ ცნობა, ორეულის აღქმა, პარამნეზიები, ბრუნვის ფენომენი (რომლის დროსაც დროის განცდა მოძრაობს წრეზე და მუდმივად იცვლება აწმყო და წარსული). ბოდვითი ფაბულის კონსტრუირება ხდება ავადმყოფის ბიოგრაფიის დამახინჯების ხარჯზე. ხშირად ახლავს ეიფორია და ბოდვის მეგალომანიური ტენდენციები. (Аккерман В.И., 1936).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9