A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კაბ კაგ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კახ

კათექსისი

Rus. катексис
E. cathexis
ნეოლოგიზმი, შემოღებული ფროიდის მიერ, გერმანული Besetzung-ის (მიტაცება, ინვესტირება) ინგლისურად აღსანიშნავად. კ-ის ქვეშ იგულისხმება ენერგიის რაოდენობა, რომელიც იხარჯება ფსიქიკის სტრუქტურაში ობიექტის წარმოსადგენად, რომელიც, გადაინაცვლებს ერთი სტრუქტურიდან მეორეზე. აღნიშნული ენერგია იხარჯება ისეთი ცნობიერი და არაცნობიერი წარმოდგენების ფორმირებაზე, როგორიცაა ცნება, იდეა, ხატი ან სიმბოლო. ფსიქიკაში „ლოკალიზაციის“ მიხედვით, არჩევენ „ეგო“-კ-ს, კ.-ფანტაზიას და კ.-ობიექტს. „ეგო“-კ. წარმოადგენს ფსიქიკური ენერგიის კონცენტრაციას ლიბიდოს ცნობიერ დანაწევრებამდე. კ.-ფანტაზია ასაზრდოებს სურვილების, მისწრაფებების პროცესების ფორმირებას; კ.–ობიექტი წარმოადგენს ენერგიას, რომელიც მიმართულია გარე სამყაროს საგნებზე, ან მათ სახეებზე ცნობიერებაში. ცნება კონტრ–კ. და ანტი-კ. აღნიშნავს ფსიქიკურ ენერგიას, რომელიც აუცილებელია კ-ის დასათრგუნვად. ცნება კ, ფსიქოანალიზში გამოიყენება აგრეთვე რიგი ჰიპოთეზური ფსიქიკური პროცესების აღსანიშნავად, რომელიც დაკავშირებულია ფსიქიკური ენერგიის გადანაცვლებასთან – კათექსირება, დეკათექსირება. ჰიპერკათექსირება (უკანასკნელი გამოიყენება ფსიქოლოგიური თავდაცვისათვის) ჰიპერ-კ. – ობიექტის გაჯერება ფსიქიკური ენერგიით მაშინ, როცა მისი უკმარისობა აღინიშნება როგორც ჰიპო-კ. არსებობს ცნება აფექტური,. ლიბიდური, ეროტიკული, ინსტინქტური კ., აგრეთვე. კ. – სიტყვა, კ. – აზრი. კ. – ნივთი. ტერმინ კ-ში ჩართული მრავალი ცნება ფსიქოანალიზში იშიფრება ცნებებით: „ინტერესი“. „მნიშვნელობა“, „რეალობა“ (Rycroft Ch., 1979)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9