A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ცა ცე ცვ ცი ცნ ცრ ცუ ცქ ცხ
ციე ცივ ციკ ცირ ცის ციტ ციხ

ციკლოთიმია

Rus. циклотимия
Gk. thymos - გუნება-განწყობა
(Kahlbaum K., 1882). პირველად აღწერეს როგორც ცირკულარული ვეზანიის რუდიმენტული ფორმის მსუბუქი ვარიანტი. ფსიქოპათოლოგიური სიმპტომები მკვეთრად არ არის გამოხატული, პირველადია ცვლილება აფექტურ სფეროში. თანამედროვე შეხედულებით. ც. წარმოადგენს მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზის იოლ ფორმას, ფაზები ატარებს სუბდეპრესიულ და ჰიპომანიაკალურ ხასიათს. შესაძლებელია ფაზების გახანგრძლივებული მიმდინარეობა. კრეჩმერის (Kretschmer E., 1921) მიხედვით, ც. - არის პიროვნების ტიპი, ტემპერამენტის ვარიანტი, ჩვეულებრივ, აღინიშნება პიკნიკური კონსტიტუციის დროს და ხასიათდება გუნება-განწყობის ფაზური მერყეობით. იგი წარმოადგენს ნორმის ვარიანტს. ფსიქოპათიის ფარგლებში მას შეესაბამება ციკლოიდია, ფსიქოზების ჯგუფში - მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. განუშკინი (Ганушкин И.Б.,1933) ც–ს განიხილავს როგორც კონსტიტუციურ დაავადებას. აგრეთვე იგი შეესაბამება ლეონჰარდის (Leonhard K.,1964) მიერ გამოყოფილ პიროვნული აქცენტუაციის ციკლოთიმიურ ტიპს. თანამედროვე გერმანულ ფსიქიატრიაში ც. გამოიყენება როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სინონიმი (Schneider K., Weitbrecht H.J., Kolle K.)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9