A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მია მიბ მიდ მიზ მით მიი მიკ მილ მიმ მინ მიო მირ მის მიტ მიუ მიქ მიჩ მიხ

მიკუთვნების ფენომენი

Rus. присвоения феномен
(Аккерман В.И., 1936). აღინიშნება პირველადი შიზოფრენიული ბოდვის წარმოქმნის ფარგლებში, ავადმყოფი იძულებით მიიკუთვნებს მისგან დამოუკიდებელ ობიექტურ კავშირებს, რომლებიც შემდგომში შეიძენს განსაკუთრებულ სიმბოლურ მნიშვნელობას. მისგან განსხვავებით, გაუცხოების ფენომენის დროს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უცხო ზეგავლენას ავადმყოფის ფსიქიკური მოქმედების შესრულებაში. მიკუთვნების და გაუცხოების ფენომენები განიხილება მთლიანობაში მათი ერთგვარი ფსიქოპათოლოგიური პროპორციის გამო და შეესაბამება კლინიკურ წარმოდგენას დეპერსონალიზაცია-დერეალიზაციის კომპლექსის შესახებ, რომელთა მნიშვნელობა შიზოფრენიული ბოდვის გენეზში ხაზგასმულია ლანგფელდტის (Langfeldt G., 1956), ბლოილერის (Bleuler M., I972) და მეგრაბიანის (Меграбян А.А., 1975) მიერ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9